top of page

სარეცხი დანადგარების მომსახურება და რემონტი

სერვისული  მომსახურება

სამრეცხაო დანადგარების ექსპლუატაციის პროცესში ხდება კვანძებისა და აგრეგატების ცვეთა, მათ დროულ შეცვლაზე დამოკიდებულია წარმოების  შეუფერხებელი მუშაობა.

იმისთვის რომ მაქსიმალურად შევამციროთ ჩვენი კლიენტების დანადგარების მოცდენა, ჩვენ შევქმენით Jensen - ის და  Tolon - ის  სწრაფად ცვეთადი და მნიშვნელოვანი სათადარიგო ნაწილების მარაგი რომელსაც მუდმივად ვაფართოვებთ.

სათადარიგო ნაწილების მიწოდება წარმოებს გეგმიურად ყოველ თვე, მაგრამ თუ შემკვეთს გაუფუჭდა დანადგარი ან საწყობში არ არის საჭირო სათადარიგო ნაწილები, მიწოდება ხორციელდება საერთაშორისო საკურიერო სამსახურების მიერ სასწრაფო წესით მაქსიმალურად მოკლე ვადებში.

ყველა სათადარიგო ნაწილი მიეწოდებათ შემკვეთებს თბილისის საწყობიდან, რეგიონებში სათადარიგო ნაწილების მიწოდებას ახორციელებს უფასოდ.

ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ მოწყობილობის სერვისული მომსახურეობის ხარისხი წარმოადგენს ნებისმიერი სავაჭრო მარკის რეპუტაციის ბაზურ შემადგენელს.

Jensen - ის და  Tolon - ის   დანადგარების მომსახურების მრავალწლიანმა გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ მისი მაღალი საექსპლუატაციო  მახასიათებლების მიუხედავად, მომსახურება მაინც საჭიროა. მომსახურების არსებობა გვაძლევს შესაძლებლობას დამაჯერებლად გადავჭრათ ნებისმიერი პრობლემა, მოწყობილობის ექსპლუატაციის ვადებისა და მისი ადგილმდებარეობის მიუხედავად. ტექნიკური სამსახური არის მაღალპროფესიონალური მობილური ქვედანაყოფია, რომლის სპეციალისტებს აქვთ პრაქტიკული გამოცდილება, რომელიც შეძენილია მრავალი წლების განმავლობაში, მუდმივად ხდება გამოცდილების სრულყოფა რეალურ რეჟიმში  ქარხნებსა და Tolon, Jensen -ის სასწავლო კლასებში.

ცნებაში „ტექნიკური მომსახურება“ ჩვენ ვდებთ რამდენიმე ბაზურ ელემენტს, ისეთებს, როგორებიც:

  • დიაგნოსტიკა;

  • პროგრამირება;

  • მომსახურეობა;

  • ნებისმიერი დონის სირთულის რემონტი (შეკეთება).​

სამრეცხაოებისა და ქიმწმენდების ტექნოლოგიური პროცესების ღრმა ცოდნა ჩვენს სპეციალისტებს შესაძლებლობას აძლევს გამოვიდნენ ექსპერტებად არა მარტო დანადგარების სერვისის საკითხებში, არამედ მონაწილეობა მთლიანად წარმოების საპროექტო გადაწყვეტილებების შემუშავებაში, მისცენ რეკომენდაციები და შესთავაზონ ტექნიკური გადაწყვეტილებები პროექტების რეალიზაციის პროცესში. ჩვენს მიერ შემოთავაზებულ ტექნიკური მომსახურების ხელშეკრულებებს გააჩნიათ რამდენიმე ვარიანტი, მოწყობილობის ნაკრებისა და კლიენტების უპირატესობების მიხედვით. ტექნიკური მომსახურება შეიძლება წარმოებდეს როგორც გარანტიული ან გარანტიის შემდგომი პერიოდის საფუძველზე, აგრეთვე Express - ერთჯერადი სამუშაოების შესასრულებლად.

ყველა დანადგარი იყიდება 2 წლიანი გარანტიით ქარხნულ წუნზე

დანადგარები საგარანტიო ვადის პერიოდში საჭიროებს სერვისულ ტექნიკურ მომსახურებას თუ საკუთარ თავს დავუსვამთ კითხვას:

„რა მოუვა მოწყობილობას საჭირო მომსახურეობის გარეშე?“

ადრე თუ გვიან საგარანტიო ვადა დასრულდება, და რას შეიძლება ნიშნავდეს ეს რეალობაში?

შეიძლება აღმოჩნდეს ისე, რომ ექსპლუატაციის პერიოდში საგარანტიო ვადის ჩარჩოებში მოუმსახურებელი მანქანების კვანძები მიიღებენ მნიშვნელოვან ცვეთას და ექსპლუატაციის გარანტიის შემდგომ პერიოდში აღმოჩნდებიან ფაქტიური ცვეთით, რომელიც სერიოზულად შეამცირებს მანქანის მომსახურების დროს.

მოწყობილობაზე გარანტიის მოქმედების პერიოდში დადებული ხელშეკრულება საშუალებას აძლევს კლიენტებს ჰქონდეთ სერვისი და დაუყოვნებელი ტექნიკური დახმარება, როდესაც წარმოებაში ჯერ კიდევ არ არის აწყობილი საკუთარი ტექნიკური სამსახურის მუშაობა. მოცემული ხელშეკრულება საშუალებას აძლევს ადგილობრივ პერსონალს გაიაროს პრაქტიკული სწავლება მოწყობილობის პროგრამირებისა და მოსახურების საკითხებში, შეამციროს დროის არასაწარმოო დანაკარგები ექსპლუატაციის საკითხებში ცოდნისა და გამოცდილების უკმარისობის გამო, რაც შედეგად მნიშვნელოვნად ახანგრძლივებს მოწყობილობის „სიცოცხლის დროს“.

სწორი ტექნიკური მომსახურება ძალიან მნიშვნელოვანია და საბოლოო შედეგს წარმოადგენს დანადგარის რესურსის ზრდა და მისი მაღალი ეფექტურობა, რომელიც არის ჩვენი კლიენტების წარმატებული ბიზნესის საწინდარს. 

სათადარიგო  ნაწილები

„საწყობში სათადარიგო ნაწილების არსებობა, მიწოდების ვადები, დამზადების ხარისხი, - აი, ძირითადი საკითხები, რომლებიც აინტერესებს უკლებლივ ყველა კლიენტს, რომლებიც ყიდულობენ ფირმა Jensen, Tolon - ის მოწყობილობას. ყველა ამ კითხვაზე ჩვენი კლიენტები იღებენ დადებით პასუხს, რომელიც საშუალებას აძლევს მათ იყვნენ დარწმუნებულები ხვალინდელ დღეში.

უკვე დიდი ხანია მოწყობილობისთვის სათადარიგო ნაწილების საწყობი საშუალებას გვაძლევს ოპერატიულად გადავჭრათ პრობლემები, რომლებიც წარმოექმნება ჩვენს კლიენტებს. იშვიათ შემთხვევებში, როდესაც რომელიმე სათადარიგო ნაწილი არ არის საწყობში, ჩვენ ვაწარმოებთ სასწრაფო მიწოდებას.  მიწოდება ხორციელდება კომპანიის ევროპული პარტნიორებით მინიმალურ ვადებში. სათადარიგო ნაწილების ყველა შეკვეთა შეიძლება შეთანხმებულ იქნეს ტელეფონით ლოგისტიკის მენეჯერთან.

bottom of page